ამ ტაძარში მრევლი გვირილებზე დადგება – მამა შალვას გადაწყვეტილება

0
მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აიკრძალა 10 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოება, მრევლი აქტიურად განიხილავდა ტაძრებში ხალხის რაოდენობას და ნაწილი მათგანი აპროტესტებდა ტაძრებში ხალხის მისვლას. სასულიერო პირებმა გადაწყვიტეს, რომ ეკლესიებსა და მიმდებარე ეზოებში უსაფრთოების თავისებური ნორმები მიეღოთ და გადაწყვიტეს კონკრეტული, დისტანცირებული ადგილების მონიშვნა. მაგალითად, ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი გვირილებით მოიხატა. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, რომ გვირილების იდეა მრევლისაა და მასში ბავშვებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ყვავილები სიცოცხლესთან ასოცირდება და ეს ახალი ინიციატივა სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. https://primetime.ge/am-tadzarshi-mrevli-gvirilebze-dadgeba-mama-shalvas-gadatskvetileba/
0