მეტროში უკმაყოფილო მგზავრები მემანქანესა და პოლიციის თანამშრომელს დაუპირისპირდნენ

0
რამდენიმე წუთის წინ ტექნიკური შეფერხება იყო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე. უკმაყოფილო მგზავრები მემანქანესა და პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და მათგან ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე - როდის აღდგებოდა მოძრაობა და წინასწარ რატომ არ იყვნენ ინფორმირებულები აღნიშულის შესახებ. მგზავრები ასევე ითხოვდნენ, მგზავრობის საფასურის - 50 თეთრის ანაზღაურებას. საბოლოოდ, 15 წუთში მოძრაობა აღდგა. ამ წუთებში მეტრო შეუფერხებლად მუშაობს.
#გააჟერე
Feedc
#ახალიამბები
0