3 თვეში მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 15,9 მლნ ლარი შეადგინა
Tbilisi Daily
2020 წლის 3 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი) მთავრობის სამივლინებო ხარჯმა 15,9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორშია აღნიშნული. ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 18,3 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება კონკრეტული უწყებების მიერ გაღებულ სამივლენებო ხარჯებს, ყველაზე მეტი თანხა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა დახარჯეს.
კერძოდ, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
თავდაცვის სამინისტრო - 1.2 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 890,049 ლარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 760,496 ლარი
მთავრობის ადმინისტრაცია - 613,003 ლარი
საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 541,793 ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 483,722 ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 361,980 ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 326,805 ლარი
ფინანსთა სამინისტრო - 268,446 ლარი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 251,545 ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელბისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 223,255 ლარი
იუსტიციის სამინისტრო - 109,747 ლარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროო - 69,375 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმიწო მინისტრის აპარატი - 22,651 ლარი