როგორ ამოვიცნოთ, რა რაოდენობის ენერგიას ფლობს ადამიანი ან ჩვენ თავად ?

0
ადამიანი, რომელიც ფლობს მაღალ ენერგო პოტენციალს - შემოქმედია. ის მიისწრაფვის სამყაროს შეცვლისა და გაუმჯობესებისკენ. მზადაა გაგიზიაროთ საკუთარი იდეები, მხარს გიჭერთ და გაფხიზლებთ, გეხმარებათ. ასეთი ადამიანი ოპტიმისტია! მას ბევრი ენერგია და კარგი ჯანმრთელობა აქვს! ენერგეტიკულად ძლიერი ადამიანის 7 ნიშანი: თქვენ ზღაპრულად გაგიმართლებთ, თუ თქვენს გარემოცვაში ასეთი ადამიანი აღმოჩნდება. არსებობს ენერგეტიკულად ძლიერი პიროვნების 7 ძირითადი ნიშანი. თუ ამ აღწერაში ვერ ამოიცანით საკუთარი თავი, სამაგიეროდ გაგახსენდებათ ახლობელი ადამიანი, კოლეგა ან ცნობილი პერსონა. ორიენტირდით ასეთ ადამიანებზე, მათგან თქვენ შეიძლება დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევის შანსი ბევრად მეტია, როდესაც თქვენს გარემოცვაში ძლიერი ადამიანები გამოჩნდებიან. რა გამოარჩევს ენერგეტიკულად ძლიერ ადამიანებს? ნიშანი №1 ენერგეტიკულად ძლიერ ადამიანს სუფთა აურა აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ფაქტიურად არ ავადმყოფობს. როდესაც აურა სუსტია, ის ადვილად გადაიტვირთება და თავის ტკივილებიც ჩნდება. თითქოს არსაიდან ჩნდება ქრონიკული დაავადებები. ხშირად კი ეს გადაიზრდება სერიოზულ ავადმყოფობაში. ნიშანი №2 ძლიერი აურა თავის მფლობელს ჩუქნის ყველა საქმეში დაუჯერებელ წარმატებას. ენერგეტიკულად ძლიერ ადამიანებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ წარმატების მისაღწევად. ამასთან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ნიშანი №3 სუფთა და ძლიერი ბიოსივრცის მქონე ადამიანი პოზიტივს ასხივებს. მასთან ახლოს გიჩნდება შემოქმედების, მოქმედების, სამყაროს დაპყრობის სურვილი. თუ ეს საპირისპირო სქესის ადამიანია, მარტივად შეიძლება შეგიყვარდეთ. ნიშანი №4 მაღალი ენერგეტიკის მქონე ადამიანებს ნაკლები პრობლემები აქვთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მარტივად ცხოვრობენ, უბრალოდ პრობლემები იმდენ დისკომფორტს არ უქმნიან მათ. იმის ალბათობა, რომ ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება უარესობისკენ, ძალიან დაბალია მათთვის. ნიშანი №5 ადამიანი ძლიერი ენერგეტიკით ხშირ შემთხვევაში ლიდერია (თუმცა არა ყოველთვის). მოგყვებოდნენ სხვები და იყო სუსტი - ორი სხვადასხვა რამაა, რომლებიც აბსოლუტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ნიშანი №6 ძლიერი ენერგეტიკა - ძლიერი და ჯანმრთელი სხეულია. როდესაც ადამიანი სულიერად ძლიერია, უმეტესად ის ფიზიკურადაც ამტანია, ძნელად იღლება და ყოველთვის მზადაა ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ნიშანი №7 ძლიერი ადამიანის აზროვნება ყოველთვის ღიაა. მას არ ეშინია ექსპერიმენტების, ჰორიზონტების დაპყრობის და ჩარჩოების გაფართოების. ძლიერი ენერგეტიკა საშუალებას გაძლევს არ გეშინოდეს ნებისმიერი ცვლილების. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება - დინამიკაა. ცხოვრება - მუდმივი, პერმანენტული გარდაქმნები და ცვლილებებია.
0