რას გვიმხელს ძველი ინდური ფილოსოფია?

0
ყოველი რელიგია მეტ-ნაკლებად არის მცდელობა მივწვდეთ ყველაზე დაუხვეწავი, ან დახვეწილი ბუნების მიღმისეულს – გამოხატულს მითოლოგიებსა და სიმბოლოებში, ან ლეგენდებში ღვთაებებზე, ანგელოზებსა და დემონებზე, ან კიდევ, წმინდანების, დიდი ადამიანებისა და მქადაგებლების მიერ განვლილი ცხოვრების შესწავლის გზით, ან ფილოსოფიური მსჯელობების საშულებით. ყველა ამათი საგანი ერთია, ესენი ცდილობენ გაარღვიონ მიღმისეულის საზღვრები. ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოხსენებული არის ბრძოლა თავისუფლებისათვის. ადამიანი გრძნობს ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, რომ იგი ბორკილდადებულია, რომ იგი არ არის ის, რაც სურს რომ იყოს და სწორედ, ამ განცდამ ასწავლა მას ის, რომ დაეწყო ირგვლივ ყურება. შედეგად, მალე მიხვდა რომ შებოჭილია და ისიც აღმოაჩინა, რომ მასში არის რაღაც, რომელსაც სურს გაარღვიოს ზღვარს იქით, მიღმისეული, მაგრამ ხორცს არ ძალუძს აჰყვეს ამ სურვილს და ამიტომაც, ამ ზღუდეებით ბორკილ დადებულია. თვით, ყველაზე დაბალი ღირებულების მქონე რელიგიურ იდეებშიც კი, რომლებშიც საუბარია გარდაცვლილი წინაპრებისა და მათი მეგობრების მიერ სახლების სხვათა სულების შესახებ მოთვალთვალე, ძირითადად მოძალადე და უხეშ, ალკოჰოლის მოყვარული ავი სულების თაყვანისცემაზე, მათშიც კი წააწყდებით თავისუფლების ფაქტორზე საუბარს. ასეთი მორწმუნე, რომელსაც სურს ღმერთებს ეთაყვანოს, ყველაფერთან ერთად, მათში ხედავს მეტ თავისუფლებას, ვიდრე საკუთარ თავში. ის ასე ფიქრობს: – ღმერთი დახურულ კარებსა და კედლებშიც კი შემაღწევინებს. თავისუფლების ამგვარი იდეა, იარსებებს მანამდე, ვიდრე პიროვნული ღმერთის იდეალი არსებობს, რომლის მთავარი კონცეფციაა, რომ ღმერთი ბუნებისა და მაიას ზღუდეების მიღმა მყოფი არსებაა.
0