ბათუმში ხანძარი ნ. ბარათაშვილიზ ქუჩაზე მდებარე სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძარი შენობის მეორე სართულს შეეხო. ამ დროისთვის, ის ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
შენობაში მყოფი ადამიანები მეხანძრეებმა გარეთ გაიყვანეს, ხანძრის არეალის გაზრდის საშიშროება არსებობდა, თუმცა მეხანძრეების დროულმა მობილიზებამ გავრცელების საფრთხე აღმოფხრა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 11 ჯგუფია მობილიზებული.