ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დაახასიათა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია "ქართული ოცენების" თავმჯომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პრენარულ სესიაზე, განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, თბილისში 20 ივნისს გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ აქციას გაემოხმაურა. მან აქციის ორგანიზატორებად "ბაკურიანის გეგმის" განმახორციელებლები დაასახელა. მონაწილეებად. კი ხალხი ვისაც ევროინტერგაცია სურს.  „ვისი ორგანიზებული იყო აქ დაისვა, კიდევ ერთხელ კითხვა.  რა თქმა უნდა, ეს იყო ნაცმოძრაობის, „სირცხვილიას“ და მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი.  ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაისახეს მისი განხორციელება თუმცა, ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერები, უკვე მესამე თვეა, ლაპარაკობენ „ბაკურიანის შეხვედრაზე“, სადაც, მათი თქმით, ამერიკიდან „ჩამოყვანილი“ „რევოლუციონერი“, პიტერ აკერმანი, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს „ხელისუფლების გადატრიალებაში“ ავარჯიშებდა.   მისი განმარტებით „ბაკურიანი გეგმის“ მიმდევრებს ჰქონდათ მოლოდინი რომ ორ ქვეყანას (უკრაინას და მოლდოვას) ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებოდა, საქართველოს კი -  არა. ეს „საიდანღაც წინასწარ იცოდნენ ამას უნდა მოჰყოლოდა აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი“. კობახიძის განმარტებით, ეს გეგმა კვლავ ძალაშია. ამასთან  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ისაუბრა შეკრების მონაწილეებზეც. „გუშინ ამ  შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ. ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც, ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე  თუმცა არის 3 მილიონი ადამიანი და მეტი  საქართველოში, დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირს, ეს არის საქართველოს მოსახლეობის  85%  და ეს მიზანი - ევროინტეგრაცია პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონტიტუციაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან გამოსვლის ბოლოს აქციის ორგანიზატორების მიერ წაკითხული მანიფესტიც შეაფასა. „გუშინ, დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს  იმისთვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინვ გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომლიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას  და რომელივ ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყემა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელა, მე პირდაპირ გეტვით. რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის  წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ  გვაქვს.  ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქინება მშვიდობა და ეკონომიკური წინსვა. რომლის გარეშეც  ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“, - თქვა კობახიძემ. გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის დაანონსების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ეს პარტიული შეკრება იქნებოდა. მათ შორის, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იყო. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე წაიკითხეს  მანიფესტი, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმად 2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირის ლიდერების მიერ  საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თბილიში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს  სამოქალაქო მოძრაობებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, "ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე". მოთხოვნების  შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას.    https://www.radiotavisupleba.ge/a/31907933.html

Source: radiotavisupleba.ge