დღეს შემოდგომის პირველი დღეა

0
დღეს შემოდგომის პირველი დღეა. გზაზე რომ მოვდიოდი ყვითელმა ფოთოლმა გაიშრიალა. და ჩაიფშვნა. იმ წამს გავიფიქრე ალბათ ასევე სწრაფად ჩაიფშვნება და დაიფერფლება ჩემი გულითქო და მიუყვა ფიქრები მატარებელს სახელად, “რა სწრაფად გადის დრო”. მე ასეთი თემები არ მასევდიანებს, პირიქით, შემოდგომის დღეს, ასეთი ფიქრები არსებობის შეგრძნებას გიღვიძებს და ალბათ, ვისაც კი საკუთარი არსებობით ტკბობა განგიცდიათ, მიხვდებით, რომ ესაა ის, რისთვისაც ვცოცხლობთ და ვცხოვრობთ. სიცოცხლე მთელი სამყაროს და პირველ რიგში საკუთარი თავის შეგრძნებით. ჩემთვის ალბათ, ყველაფრის საწყისს, ამ სიყვარულს მრავალფეროვნებისადმი შემოდგომა წარმოადგენს. ყვითელი ფოთლების შრიალი, წვიმიანი ქუჩები და სიცივე რომელიც ლამპიონებსაც კი ემჩნევა შეჰპარვიათ.
დღეს შემოდგომის პირველი დღეა ახალი მიზნებით, ახალი გრძნობებით და თვალისმომჭრელი სითამამით სავსე. ალბათ რამდენ ადამიანს უსეირნია ასე, სველ ქუჩებში.ფეხებით ფოთლები აუყრია. ცაში აუხედია და გაუფიქრია. იქნებ დღეს ის დღეა, როცა საჭიროა ყველაფერი შეცვალო.ყველაფერი რაც კი ოდესმე განგიცდია ნაგავზე მოისროლო.გაუშვა ყველა გამოცდილება.ყველა ის სიტყვა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვაბრკოლებს. იქნებ დროა თავს უფლება მივცე ვიყო ბედნიერი. გადავდგა ნაბიჯები ამ ბედნიერებისკენ. ვთქვა არა. ვთქვა კი. ვთქვა ცუდიც, როცა საჭიროა და ვთქვა კარგიც. იქნებ დროა ავიღო მოქმედება და სისრულეში მოვიყვანო. იქნებ დროა, რომ უბრალოდ დავიწყო დავიწყო რაღაცა. პატარა ნამცეცი, მაგრამ ის რომლის გახსენებისას ძილის წინ გულში სიამაყის გრძნობა ჩამეღვრება. იქნებ დროა რომ დაფიქრდე იმაზე თუ რა გაბრკოლებს საკუთარი თავის გარდა. ყვითელი ფოთლები მეუბნებიან არაფერიო. ვგრძნობ რომ ისინი მხარში მიდგანან. ქუჩაში სეირნობა მათთან ერთად მარტო. შემოდგომის დღეებში. კარგ მეგობართან საუბრის ტოლფასია. მინდა ზოგჯერ შემოდგომა არსდროს გავიდეს, რადგან არც კი ვიცი მეყოფა თუ არა მთელი სიცოცხლე საკუთარი თავის გასარკვევად. თუ ვინ ვარ და რა მინდა. ალბათ დღესაც გავალ საღამოს და გვაისეირნებ ყვითელ ფოთლებთან ერთად. ისინი კი თავიანთ ამბებს მიჩურჩულებენ.🍂

#შემოდგომა #ყვითელიფოთლები #ანასვლოგი #გააჟღერე #საკუთარიბედნიერება #ჰოზიტიურისტატიები #feedc #feedcgrant

#feedcgrant
#feedcgrantproject
#ანასვლოგი
#შემოდგომა
#პოზიტივი
#პოზიტიურისტატიები
#გააჟღერე
0