ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს.

0
ზუგდიდში ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი გაძარცვეს. ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქვია ავრცელებს. მათივე ცნობით ტაძრიდან წაღებულია მაცხოვრის ხატი, საცეცხლური და ტრაპეზის ჯვარი. მამა დიმიტრი ვეკუა ამასთან დაკავშირებით განცახდებას აკეთებს : “წუხელ მოიპარეს სავარაუდოდ. დღეს, რომ მოვიკითხეთ აღარ იყო. თვითონ ტაძრის კარი არ იკეტებოდა, რადგან მშენებარეა და მშენებლები შედიოდნენ. გალავნის კარი იკეტებოდა, სავარაუდოდ ბოროტმოქმედები იქიდან შემოვიდნენ. წაღებულია, საცეცხლური, მაცხოვრის ხატი და ტრაპეზის ჯვარი.” მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხობს.
#ზუგდიდი
#ქურდობა
#ეკლესია
#ძარცვა
#zugdididaily
0