სანამ სახლში ხართ

0
ინტერიერის შეცლა რემონტის გარეშე ✔ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უმრავლესობას გვიწევს დავრჩეთ სახლში, რაც არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია განსაკუთრებით ექსტრავერტი ადამიანებისთვის, რომლებიც სულ რაღაც აქტივობას ეძებენ ? ✔შესაბამისად გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ უნდა გაატაროთ დრო სახლში და მოწყენილობას თავი დააღწიოთ, ახლა სწორედ ის დროა ცვლილებები შეიტანოთ თქვენი სახლის ინტერიერში, რისთვისაც ამ ეტაპზე საკმარისია უკვე არსებული დეკროაციებისა და ავეჯის გადაადგილება და ინტერიერის გადახალისება ? ?პირველ რიგში, გაანთავისუფლეთ სახლი არასაჭირო ნივთებისგან . ჩაატარეთ ყველაფრის რევიზია რაც თაროებზე, კარადებში და სათავსოში გიდევთ. ყველანაირი მწუხარების გარეშე მოაშორეთ არასაჭირო, ძველი ნივთი, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. ამის შემდეგ თქვენ იგრძნობთ მეტ თავისუფლებას ინტერიერში. ავეჯიდან დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო. მაგალითისათვის, მისაღებში ასეთი ავეჯია : დივანი, კომფორტული სავარძელი, პატარა მაგიდა და თარო ან სტელაჟი წიგნებისა და აქსესუარებისათვის. ?ვისაც ხატვა გეხერხებათ-შეგიძლიათ ეს დრო ერთი კედლის მოხატვას ან აბსტრაქტული დეკორაციის შექმნას დაუთმოთ. მაგალითსთვის იხილეთ ლინკი ?https://bit.ly/33G9TcI ?ინტერიერის გასახალისებლად შექმენით ხელნაკეთი აქსესუარები , შეგიძლიათ დეკუპაჟის მეთოდით გააფორმეთ ძველი ზარდახშა. მაგალითსთვის იხილეთ ლინკი?https://bit.ly/3boWdoW ?ასევე შეგიძლიათ ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე შთაბეროთ. მაგალითისთვის იხილეთ ლინკი ? https://bit.ly/39gZIwv გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ დღეებს ?
#დარჩისახლში
#სახლშიუკეთესია
0