გიორგის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და წყალში გადააგდეს, ამის შემდეგ დადგა ლეტალური შედეგი - მირიან ნიკოლაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
გარდაცვლილი ფეხბურთელისოჯახის წევრებმა, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ დღეს პირველი კომენტარი გააკეთეს. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილზე ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. მისივე თქმით, ყველა დაზიანება სიცოცხლის პერიოდში აქვს მიყენებული.
გადარცვლილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მიმართავენ, ყველა დამანაშავე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო პასუხისგებაში მიეცეს.
''ამ ექსპერტიზისდასკვნითცალსახად არის დადასტურებული, რომგიორგი შაქარაშვილი მოკლეს და მდინარე არაგვში გადააგდეს. ყველა დაზიანება, ეს არის დაახლოებით 12 დაზიანება მიყენებული აქვს სიცოცხლეში, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ამას კი მოჰყვა გიორგი მდინარეში გადაგდება.
წარმოუდგენელია და გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომელიცდასკვნაშია აღნიშნულიმიადგეს ადამიანს თუნდაც ფერდობზე ჩაგორებითან წაქცევის დროს.
შესაბამისადოჯახს ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურის და შსს-ს მიმართ, რომ ყველა დამანაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო'' - განაცხადა ნიკოლაძემ.