დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და იტყვის სიმართლეს – ბადრი ესებუას მამა

Pirveliradio Ge

დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და იტყვის სიმართლეს – ამის შესახებ განცხადება, ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ გააკეთა. ამასთან, ტარიელ ესებუა უარყოფს, რომ ის დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბადრი ესებუა მას არ დაკავშირებია. „მოჰქონდათ ტომრები, ცარიელი წაიღეს, არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ წაუღიათ. არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და იტყვის სიმართლეს “, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.