3 უცნობი და წარმოუდგენელი ფაქტი  “ნათლიას“ შესახებ!

0
ნათლია კინოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, დამაფიქრებელი და მასშტაბური ფილმია. რეჟისორ ფორდ კოპოლას ფილმის გადაღების პროცესში საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწია. ამ სტატიაში 3 თქვენთვის უცნობ და წარმოუდგენელ ფაქტს წარმოგიდგენთ “ნათლიას“ შესახებ.

1. ფილმის შემქმნელებს არ სურდათ, რომ მაიკლის როლი ალ პაჩინოს შეესრულებინა.

სტუდიას სურდა რომ მაიკლის როლი რობერტ რედფორდს ან რაიან ონეილს ეთამაშა. ფილმის რეჟისორის უდიდესი სურვილი იყო, რომ ეს როლი ალ პაჩინოს მოერგო, როგორც ჩანს გენიალურმა კოპოლამ თავისი გაიტანა!

2 ‘’პარამოუნტ“- ს სასტიკად არ სურდა მარლონ ბრანდო ვიტო კორლეონეს როლში!

როდესაც კოპოლამ დაჟინებით მოითხოვა ბრანდოს ვიტო კორლეონეს როლზე აყვანა, სტუდიის იმჟამინდელმა დირექტორმა, ჩარლზ ბლაჰრდონმა მარლონ ბრანდოს კატეგორიული 3 პირობა წარუდგინა. პირველი პირობის თანახმად, ბრანდოს სატესტო გადაღება უნდა გაეკეთებინა. მეორე პირობის თანახმად, თუ ბრანდო როლს მოერგებოდა მას არ უნდა მიეღო ჰონორარი და ფილმში უფასოდ უნდა ეთამაშა, ხოლო მესამე პირობის თანხმად მას თავად უნდა დაეაფარა ფინანსები, რათა პოტენციური ზარალი შეემცირებინა. კოპოლამ ბრანდოს ვიტოს როლი მოარგო და გადაიღო სატესტო კადრი. როდესაც მან ეს კადრი სტუდიას აჩვენა, მათ იმდენად მოეწონა ვიტო კორლეონეს როლში მყოფი ბრანდო, რომ მეორე და მესამე პირობა სრულიად გააუქმეს.

3 სტუდიამ ფილმის რეჟისორი ფრანცის ფორდ კოპოლა გადაღების პროცესში კინაღამ დაითხოვა!

კოპოლა სტუდიისთვის არ იყო ერთადერდი ვარიანტი. პარამოუნტსი ამ სპეციფიკური ფილმისათვის საკმაოდ ბევრ ვარიანტს განიხილავდა. ესენი იყვნენ : ელია კაზანი, არტურ პენი, რიჩარდ ბრუქსი და კოსტა გრავასი. ყველა ზემოთხსენებულმა რეჟისორმა სტუდიას უარი შეუთვალა. ერთადერთი მაღალი დონის რეჟისორი კი, რომელმაც ფილმის რეჟისორობაზე თანხმობა განაცხადა კოპოლა იყო. გადაღების დროს სტუდიამ პრეტენზიების კორიანტელი დაუყენა რეჟისორს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფილმში დრამის სცენებზე მეტად, განგსტერულ სცენებზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი. იმის მიუხედავად, რომ პარამოუნტის სტუდიას ბევრი საინტერესო და შთამბეჭდავი ფილმი აქვს გადაღებული, ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს შეცდნენ, რადგან სწორედ ის გზა რასაც კოპოლა მიყვებოდა აღმოჩნდა სწორი და სწორედ ამით გახდა ფილმი უნიკალური!
0