⭕️ სიმსივნე, იგივე კიბო - უჯრედები, რომელსაც ახასიათებს განუსაზღვრელად გამრავლება და აზიანებს ჯანმრთელ ორგანოებსა და ქსოვილებს. მისი განკურნება, თუნდაც 21- ე საუკუნეშიც კი შეუძლებელია და მაქსიმალურად უნდა დავაკვირდეთ ნიშნებს, რომელსაც ორგანიზმი კიბოს საწყის ეტაპზე გვაძლევს! 🦠
მაშ, ასე! ⤵️
1) 🔴 უმიზეზო წონაში კლება - ადამიანების უმეტესობა, რომელსაც კიბო ჰქონია, გადის ციკლს, რა დროსაც წონა საგრძნობლად ეცემა და ამის მიზეზის პოვნა შეუძლებელია.
2) 🔴 ცხელება - ეს ყველაზე ნაცნობი ნიშანია, როდესაც ადამიანს სწრაფად უწევს ტემპერატურა, რომელიც განადგურებული იმუნური სისტემითაა გამოწვეული და ტემპერატურის რეგულირება არის ძალიან რთული.
3) 🔴 ცვლილებები კანზე - კიბოთი დაავადებული კანის ფერი სპეციფიურია. მაგ: ლაქები, სისხლჩაქცევები, რომლის გაჩენის მიზეზსაც ვერ იხსენებთ. ასევე, ყვითელი შეფერილობის კანი და ისტერიული ქავილი.
4) 🔴 ტკივილები, რომელიც არ ქრება - კანის სიმსივნე იწვევს სისხლდენებს, რომლის შეხორცება და გაქრობა არის შეუძლებელი. ეს უკანასკნელი ხშირია მწეველ და ალკოჰოლიკ ადამიანებში, თუმცა დასკვნას ჯერ მაინც ნუ გამოიტანთ, სანამ პროფესიონალს არ მიმართავთ.
5) 🔴 კოპები და სიმაგრეები სხეულის სხვადასხვა ნაწილში - სიმსივნის ერთ-ერთი გამოხატულება რბილი ქსოვილების დაიზანებაა, როდესაც კანზე სხვადასხვა სახის სიმაგრეები, ცხიმგროვები, კოპი და სხვა მსგავსი წარმონაქმნი ჩნდება.
6) 🔴 მუდმივი ხველა და სისხლიანი ნახველი - მუდმივი, გულისგამაწვრილებელი ხველება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ფილტვის სიმსივნით, ან სხვა, რომელიმე სასუნთქი ორგანოს დასნებოვნებით.
7) 🔴 სხვა ცვლილებები - მაგალითად, წარსულში შეგეძლოთ რამდენიმე წუთის მანძილზე შეუსვენებლად გერბინათ, ახლა კი ეს გიჭირთ, ან ადრე გაცილებით პროდუქტიული იყავით, დღესდღეობით კი საკუთარ თავს ვეღარ ცნობთ, თითქოს, რაღაც შეიცვალა - აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს და ჩაიტარეთ სრულფასოვანი გამოკვლევა!
⚠️ გახსოვდეთ, რომ დროულად აღმოჩენილი სიმსივნური წარმონაქმნები ყველაზე მარტივად ექვემდებარება განკურნებას! ნუ დააყოვნებთ!
•
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#მედიცინა
#სიმპტომები
#ფაქტები
#გააჟღერე