ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ გამოკვლეულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჩაქვში სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ გამოკვლელულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ტესტირება სულ 940 -მდე ადამიანს ჩაუტარდა და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო. სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისიდან“ ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ხუთი ადამიანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, დანარჩენ სტუმრებს კი ტერიტორიის დატოვება შეუძლიათ, – ამის შესახებ „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. 2 სექტემბერს, ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია. იგი მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელსაც 400-მდე ექიმი ესწრებოდა. 4 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 1568 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1279, გარდაცვლილია-19.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30820073.html #ახალი_ამბები #twitter