კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 75 019 857 შემთხვევა გამოვლინდა, 1 663 740 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 402 224 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 17,212,496 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 310 782 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.