კორონავირუსით, სამეფო ტიტულის მქონე პირველი ადამიანი გარდაიცვალა

0
ესპანეთის პრინცესა მარია ტერეზა 86 წლის ასაკში, კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. ის პირველი სამეფო ტიტულის მქონე ადამიანია, რომელიც პანდემიას ემსხვერპლა. პრინცესას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ, პრინცმა ჰენრიმ დაადასტურა. პრინცესა მარია 1933 წელს პარიზში დაიბადა, პრინცი ჰავიერისა და მადელინა ბურბონების ოჯახში. ამ დროისთვის, ესპანეთში კორონავირუსის 73, 235 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 5, 982 გარდაიცვალა, ხოლო 12, 285 გამოჯანმრთელდა.
0