ტაივანზე დასმული კითხვის იგნორირება - WHO-ს ჩინეთთან კავშირში ადანაშაულებენ

0
აქვს თუ არა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) პოლიტიკური კავშირი ჩინეთთან? ეჭვი ამაზე ორგანიზაციის მაღალჩინოსანთან ინტერვიუს შემდეგ გაჩნდა, როდესაც WHO-ს უფროსმა მრჩეველმა ტაივანის გაწევრიანებაზე დასმული კითხვა არ შეიმჩნია. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დამხმარე კანადელი ფიზიკოსი ბრუს აილვარდი ჰონ-კონგის მერიას პანდემიაზე დისტანციურად ესაუბრებოდა, როდესაც მას ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა WHO ტაივანის გაწევრიანების საკითხს. ჟურნალისტის კითხვას აივარდსმა რამდენიმე წამიანი სიჩუმით უპასუხა. შემდეგ თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. ხოლო კითხვის გამეორების შემდეგ ჟურნალისტს სხვა საკითხზე გადასვლა შესთავაზა. ამის შემდეგ ზარი ითიშება. ცოტა ხანში RTHK-ს ჟურნალისტი WHO-ს მაღალჩინოსანს განმეორებით ურეკავს რათა ტაივანისა საკითხზე პასუხი მიიღოს, თუმცა კვლავ უარს იღებს. "ჩინეთზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ" - თქვა კანადელმა ფიზიკოსმა. ტაივანი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გარიცხვას ჩინეთის სახელს უკავშირებენ, რომელიც ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად აცხადებს. რამდენიმე დრის წინ, კი ტაივანმა WHO ვირუსის ადამიანებს შორის გავრცელების დაწყების შესახებ მსოფლიოს არასათანადო ინფორმირებულობაში დაადანაშაულა.
#news
#politics
#coronavirus
#china
0