სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს

0
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დასახლება ერასხის სიახლოვეს რუსული MI-24 ტიპის სამხედრო ვერმტფრენმა კატასტროფა განიცადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყება ავრცელებს. ინციდენტი ორშაბათს, ა.წ. 9 ნოემბერს იმ დროს მოხდა, როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული 102-ე სამხედრო ბაზის კოლონას აცილებდა აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს. როგორც ცნობილია Mi-24-ს ხელით გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან (MANPAD) ესროლეს, რის შემდეგაც საფრენმა აპარატმა კონტროლი დაკარგა და კატასტროფა განიცადა. შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. მოცემულ მომენტში დგინდება თავდასხმის განმახორციელებელი მხარის ვინაობა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld
0