სიყვარული

0
დილის რიჟრაჟზე აგიკინძავ სიცოცხლეს, ჩემო, შევაკოწიწებ რუდუნებით ფერად მძივებად, დავწნი, დავქარგავ თლილ თითებით ფერად გაზაფხულს, სავსე მთვარისას მოგიგროებ ვარსკვლავთა წვიმას! ბროლივით ყელზე შემოვიხვევ მაგ შენს სიცოცხლეს და შენ მოგიხმობ თითო მძივის გადასათვლელად, ნარჩენ მარგალიტს ჩავაბუდებ შენს დიდ ტორებში, უხმოდ გასწავლი, როგორ უნდა სიცოცხლის მოვლა! ჩემს გერდით დადექ, ალამაზე სიცოცხლის მძივი, გაახანგრძლივე წამები და "დრო გააჩერე", მიდირიჟრაჟე, მიკასკასე მზის ათინათი, წამი მოწყვიტე, გვირილებად თმაში მაბნიე. გამიზაფხულე, რომ კვლავ შევძლო მძივის აკინძვა, გულთან მომეყრდნე, მიითვალე ფეთქვა სიცოცხლის, მას მოუსმინე, თითოული დამარცვალება, წამი აჩუქე დიდებული მარადისობის! (ხ.ფ)
#ხელოვნება
0