დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კრიზისი

0
მსოფლიო უკვე სამი თვეა კორონა ვირუსს ებრძვის. შექმნილი სიტუციის გამო გაუქმდა ფრენები, აიკრძალა საქალაქთაშირისო მოძრაობა, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ კომენდანტის საათი შემოიღო. ამ ეტაპზე მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც მუშაობს მხოლოდ გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროების მქონე დაწესებულებები : სასურსათო მაღაზიები, ბენზინ გასამართი სადგურები, აფთიაქები. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ სურსათის ფასი ხელოვნურად შეეკავებინა. რის შედეგადაც პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასი უცვლელი დარჩა. ამის მიუხედავად, ეკონომიკური კრიზისი შეეხო დიდ კომპანიებს , რომლის უმეტესობამაც თანამშრობლები დაითხოვა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა. დღევანდელი მაჩვენებლით დოლარის კურსი 3.50 აღწევს. ეროვნული ვალუტის გაუფასრებასთან ერთად კრიზისი უფრო მყარად იკიდებს ფეხს. მსხვილმა საწარმოებმა შეაჩერეს მუშაობა. დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, შესაბამისად მოლებში მომუშავე პერსონალის უმეტესობა უმუშევარი დარჩა. არსებულმა მარკეტებმა და მომუშავე ობიექტებმა სურვილი გამოთქვეს , სამი თვის განმავლობაშ დაესაქმებინათ ის ადამიანები, რომლებიც კრიზისის გამო უსამსახუროდ დაჩნენ. სამედიცინო ტექსტილის ქარხანა უმუშევრად დარჩენილებს დასაქმებას სთავაზობს. მოცემულ სიტუაციაში თუ ობიექტი აჩერებს მუშაობას და არ აქვს შემოსავალი იძულებულია გაათავისუფლოს თანამშრომელი, თუმცა ისინი უზრუნველყოფენ მათ დასაქმებას სხვადასხვა მომსახურების სფეროში. ეს საკითხი , სამართლებრივ ჭრილში რომ განვიხილოთ დამსაქმებელს აქვს უფლება დასაქმებულთან შეწყვიტოს მუშაობა ხელშეკრულებაში არსებული პირობების თანახმად. თუ დამსაქმებელს უწერია, რომ ფორს მაჟორულ სიტუაციაში ის იძულებული იქნება გაუშვას სამსახურიდან თამანშრომელი დასაქმებული მასთან დავაში ვერ შევა. ერთ-ერთმა კომპანიამ მის მფლობელობაში მყოფი რესტორანი ონლაინ კვების ობიექტად გადააეკეთა. შემოსულ თანხას კი მთლიანად დასაქმებულებს უხდის. ასროეთ დროს ყველა კომპანიას ესაჭიროება მსგავსი გადაწყობა, რადგან ეკონომიკურმა კრიიზისმა არ დააზიანოს მათ მიერ დასაქმებული ადამიანები.
#დასაქმება
#კრიზისი
#თანამშრომლობა
#TBILISIDAILY
0