სურსათი და მომარაგება

0
რამდენიმე თვეა მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. კორონავირუსმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. პირველი ტალღა მარკეტების დაცარიელებით დასრულდა. მოსახლეობამ რამდნეიმე თვის საკვები მოიმარაგა. სოციალურ ქსელში დაცარიელებული დახლების ფოტოებმა კი ადამიანები შეაშინა. როდესაც საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სოციალურ ქსელში გავრცელდა სავსე ურიკების ფოტოები და ელვისებურად დაცარიელდა სასურსათო მაღაზიები. იმ დღეს ერთ-ერთი მარკეტის ქსელმა 200% გაეზარდა გაყიდვების მაჩვენებელი. მთავრობის განცხადებით გამორიცხულია, რომ საქართველოში საკვების მარაგი გათავდეს. მთავრობამ აღნიშნა , რომ ფქვილის ადგილობრივი წარმოება არ შეწყდება. ასევე არ წყდება ადგილობრივი სურსათისა და ხორცპროდუქტების წარმოება. გლეხებს არ ეკრძალებათ იმუშაონ მიწაზე და მოიყვანონ ხილი თუ ბოსტნეული. 20 მარტს საქართველოში ლარსის გამშვები პუნქტიდან სურსათით დატვირთული 1000 -ზე მეტი მანქანა შემოვიდა. ასევე ონლაინ მუშაობაზე გადავიდნენ გადაზიდვის კომპანიები და მათთვის არ დაწესებულა ის ბარიერები, რომლებიც სხვა კომპანიებს ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით დაეკისრათ. მთავრობის მიერ გაცემულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, საქართველოს მინიმუმ 1 წლის სურსათის მარაგი გააჩნია.
#სურსათი
#მომარაგება
#კორონავირუსი
#TBILISIDAILY
0