აბორტები, სოდომიის გამოცხადება – ეს ხომ არ არის მიზეზი? – მეუფე შიო
145 Views
Primetime
Tbilisi · 6 months ago

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა – ასე გამოეხმაურა მეუფე შიო სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ, მიმდინარე მოვლენებს. პატრიარქის მოსაყდრემ ლოცვა აღავლინა და მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარია ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ. ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი. თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ და რამდენი გვითქვამს, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, დავარქვათ ამას მწარე წამალი. რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს ცოდვა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. იგივე ეხება ოჯახს და ერს.

იგივე ეხება ერსაც. ჩვენ ვხედავთ რომ არამართლმადიდებლებიც და ყველა საუბრობს სინანულზე, ხომ არ შევცვალოთ ჩვენ ცხოვრება. ცოდვები უნდა გამოსწორდეს. ქრისტიანული ღირებულებები უნდა დავიცვათ განათლების და ყველა სფეროში. ეს ყველაფერი ჩვენი ცოდვების გამო ხდება, ეს ერის ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები… ეს ყველაფერი ხომ არ არის ამის მიზეზი? რატომ გეუბნებით ამას, იცით? ჩვენ უნდა ავმაღლდეთ, მხოლოდ ამას შეუძლია შეაჩეროს ეს მდგომარეობა. უფალს ჩვენ ვუყვარვართ ძალიან ძლიერ და ამ სიყვარულში ჩვენ, მიუხედავად ჩვენი მცირე მორწმუნოებისა, არ უნდა დავვეჭვდეთ“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

დღესვე, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან არ გამორიცა, სინოდის კიდევ ერთხელ შეკრება. „არაა გამორიცხული წმინდა სინოდი კვლავ შეიკრიბოს”- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.


აბორტები, სოდომიის გამოცხადება - ეს ხომ არ არის მიზეზი? - მეუფე შიო - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment