კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული ზომები სამეგრელო-ზემო სვანეთში.

0
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრებული ზომები სამეგრელო-ზემო სვანეთში. დღეიდან, 29 მარტიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები. გამკაცრებული ზომები შეეხო ტრანსპორტს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აღარ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან, ავტომობილში მყოფთა რაოდენობა სამ პირს არ უნდა აღემატებოდეს და თითოეული მათგანი პირბადეს უნდა ატარებდეს. მუშაობა დაიწყეს პოლიციის, სამხედრო ძალების და ჯანდაცვის სფეროს ერთობლივმა ჯგუფებმა, რომლებიც იმ მოქალაქეებს აკონტროლებენ, ვინც რეკომენდაციებს არ ასრულებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია: “გადაუდებელი შემთხვევის გარდა არავინ არ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად! ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვყავს ერთი დადასტურებული პაციენტი ზუგდიდში, თუმცა ყოველდღე, ყოველ წუთს ჩვენ ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს, იმდენად რამდენადაც ფაქტიურად იმ ინფორმაციის ფლობა თუ ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ამ წუთს რთულია. ამდენად, ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი ვირუსთან საბრძოლველად, რომ არ გავრცელდეს ეპიდემია სწრაფი ტემპით არის ის, რომ დაიცვან ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია რაც გავეცით, აქედან უმთავრესია ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან. არსებობს საფრთხეები, ეს საფრთხეები ძალიან დიდია.”
#სამეგრელოზემოსვანეთი
#კორონავირუსი
#პრევენციულიზომები
#ტრანსპორტი
#საზოგადოებრივიტრანსპორტი
#რეკომენდაციები
#გუბერნატორი
#zugdididaily
0