მსოფლიოში კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰონგ-კონგში სიტუაცია სახიფათო ხდება
Headline
ჰონგ-კონგში კვირას კორონა ვირუსის 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქალაქი ბოლო თვეების განმავლობაში დიდი წარმატებით ებრძოდა პანდემიას. ჰონგ-კონგის მოსახლეობა 7.5 მილიონს შეადგენს, ქალქიში ხშირია ხალხით გადატვირთული ადგილები. ამის ფონზე ჰონგ-კონგი კარგად უმკვლავდებოდა და აკონტროლებდა კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს.
მიუხედავად წარმატებისა ბოლო პერიოდში ჰონგ-კონგში კორონა ვირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ვირუსით დაინფიცირების რიცხვი ბოლო დღეებში 1800-მდე გაიზარდა. ჰონგ-კონგში დაიკეტა ბარები, სპორტ დარბაზები და ღამის კლუბები. კვირას დაწესდა ახალი შეზღუდვები, რომლებიც პირბადის ტარების ვალდებულებასაც გულისხმობს. ადმინისტრაციის მთავარი მდივნის, კერი ლამის, განცხადებით სიტუაცია ჰონგ-კონგში ძალიან დაძაბულია და მისი კონტროლი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
მელბურნი, ჰონგ-კონგის მსგავსად, თავდაპირველად წარმატებით უმკვლავდებოდა კორონა ვირუსს და აქ ინფიცირების რიცხვი ძალიან მცირე იყო. თუმცა ბოლო დროს შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მელბურნში სრული საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მელბურნში, ავსტრალიის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, პირბადის ტარება ოთხშაბათიდან სავალდებულო გახდება. ქვეყანაში აქამდე პირბადეების ტარება სავალდებულო არ იყო, ოთხშაბათიდან კი წესის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში კვირას ინფიცირების 113 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და შედეგად კორონა ვირუსის ჯამური ინფიცირების რიცხვი ქვეყანაში 13885-მდე გაიზარდა. პირველი შემთხვევა ჩეხეთში მარტში დაფიქსირდა. ქვეყანაში ამჟამად ვირუსის 4764 აქტიური შემთხვევაა. აპრილის თვის შემდეგ ჩეხეთში აქტიური შემთხვევების ამხელა მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, ბევრად დაბალი გარდაცვალების რიცხვია. ქვეყანამ ბოლო მონაცემებით 358 გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა.
#headline
#coronavirus
#კორონავირუსი
სტატია ნათარგმნია "The Guardian"-ის ოფიციალური საიტიდან.
#ახალიამბები