თაკო ჩარკვიანის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის დედას მას შემდეგ, რაც თავად თაკო ჩარკვიანს 11 სექტემბერს აღმოაჩნდა ვირუსი და მისი კონტაქტების კვლევა დაიწყო. ინფორმაციას დედის ინფიცირებულობის შესახებ თავად ჩარკვიანი ავრცელებს.  ეპიდემიოლოგები იკვლევენ მის კონტაქტებსაც პარტიაშიც. უკვე ცნობილია, რომ პარტიის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ტესტსმა უარყოფითი პასუხი უჩვენა.  11 და 12 სექტემბერს საქართველოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 000-ს გადააჭარბა. 12 სექტემბერს გამოვლენილ ახალ შემთხვევათა რაოდენობამ 158-ს მიაღწია.  https://www.radiotavisupleba.ge/a/30835018.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19) #covid19_-_ახალი_ამბები