ესპანეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 828 ადამიანი გარდაიცვალა. ამგვარად, ქვეყანაში, ჯამში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 6528 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემების თანახმად, ახალი კორონავირუსის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 549 ადამიანი დაინფიცირდა და მოცემული მომენტისთვის, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 78797 ადამიანს შეადგენს. ამგვარად, ესპანეთი, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანეთში სულ 14 709 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაზე ინფიცირებულია მადრიდშია, მას მოსდევს კატალონია.
ესპანეთში, ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსი გერმანელ ტურისტს აღმოაჩნდა.
#spain
#covid19
#coronavirus
#stopcovid19