სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 424-ს მიაღწია
341 Views
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago

29 მარტის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 424-ს მიაღწია. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში 30 ადამიანი განიკურნა, ხოლო 391 პაციენტი მკურნალობას გადის.

გარდა ამისა, ქვეყანაში ახალი ვირუსით კიდევ ორი პაციენტი დაიღუპა და ჯამში 3 ადამიანია გარდაცვლილი. ცნობისთვის, სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ორ კლასტერს უკავშირდება. ერთი ქალაქი ეჩმიაძინია, სადაც იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება გამართა და ათობით ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა. მეორე კი ერევანში არსებული სამკერვალო ქარხანა, სადაც ასევე იტალიიდან ჩასულმა ერთ-ერთმა მეპატრონემ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა.


Gode Marr
Tbilisi · 5 months ago
87
Write a comment