ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
ზუგდიდში გავრცებული ინფორმაცია იმის შესაებ, რომ ქალაქში დაფიქსირებულია ორი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი, რეალობას არ შეესაბამება.
არასწორი ინფორმაციის გამვრცელებელი პირი ქრონიკა +-ის რედაქტორი ელისო კილაძეა, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით მოახერხა ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
“რატომ ზუგდიდი?!
ორი პირი (ერთი ცნობილი ადვოკატი და მეორე ნაკლებადცნობილი) ამერიკიდან დაბრუნდა თურქეთის გავლით!
იეღოველები არიან, კონტაქტებიც ჰქონდათ და ბროშურებიც ჩამოიტანეს(სავარაუდოდ, დაარიგეს)
ერთს დადასტურებულად კორონა აქვს, მეორეს პასუხი დღეს იქნება !
ანალიზები როგორ აუღეს, სხვა თემაა !(იეღოვას კონგრესთან უნდა შევათანხმოთო)
ცოცხალი თავით, ვერ (არ) იხსენებენ კონტაქტებს !
ასე დაიკარგა გადაცემის ჯაჭვი !
ზუგდიდი არაა დიდი ქალაქი, ყველა ერთმანეთს იცნობს და ვისაც ამ ორეულთან შეხება გქონდათ, გადადით თვითიზოლაციაში!
წუხელ ენგური გადმოცურა ერთმა პირმა, იმ სოფლიდანაა სადაც დადასტურებულია კორონავირუსი !
გდდ -მ დააკავა როგორც ვიცი !
მთელი რუსეთი სოჭშია, აფხაზეთიდან ინფიცირებულების შემოსვლის რისკი დიდია!
ე.წ.საზღვარი უნდა გაკონტროლდეს მაქსიმალურად !
ამიტომაც, სწორია საგანგებო ზომების მიღება სამეგრელოში !” - წერს ელისო კილაძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია აცხადებს, რომ ზუგდიდში მხოლოდ ერთი პაციენტია კორონავირუსით დაინფიცირებული და ის ადვოკატი არ არის.
“ზუგდიდში არ დაფიქსირებულა ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა და არც სხვა ადვოკატი გვყავს ამ სიმპტომებით. “ - ამბობს ნანა ოდიშარია.
#ზუგდიდი
#ინფიცირებულები
#კორონავირუსი
#ჯანდაცვისცენტრი
#fakenews
#zugdididaily
.