კლოდ მონეს სახლი საფრანგეთში

0
ჟივერნი გახლავთ პატარა დასახლება, სადაც კლოდ მონემ 1883 წელს შეიძინა საკმაოდ მოზრდილი ნაკვეთი და ოჯახთან – მეუღლესა და 8 შვილთან ერთად დასახლდა. კლოდ მონე იშვიათი გამონაკლისია იმპრესიონისტებს შორის, რომელმაც სიცოცხლეშივე პოვა აღიარება და შეძლო დიდი ხნის ოცნება აეხდინა – საკუთარი სახლის გარშემო ბაღი გაეშენებინა. მონე ბაღისთვის ყველა ყვავილს, მცენარესა და დეტალს საკუთარი გემოვნებით არჩევდა. იგი თავად იყო მთავარი მებაღეცა და დეკორატორიც. მის მიერ მცენარეებისგან შექმნილი კომპოზიციები, ხელოვნური ტბორი, ხიდები, ღობეები – არარეალურად ლამაზ სანახაობას ქმნის. საოცარია ისიც, რომ მონეს ნახატები ამ ყველაფრის პირდაპირი ასლებია და მათ, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მისი ტილოები, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს უკვე ნანახი აქვს და აქ არაფერია უცხო. ჟივერნის ბაღი წელიწადის სხვადასხვა დროს აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა ყოველთვის ზღაპრული.ჟივერნიში დღეს ძალიან ბევრი მხატვრის სახელოსნო და საცხოვრებელი სახლია და ის ერთგვარად მხატვრების დასახლებად იქცა. აქვეა მონეს სახლ-მუზეუმიც, რომელიც ფაქტობრივად ხელშეუხებლადაა შენარჩუნებული. პირადად მე ყველაზე ნაკლებად მინდა მოგზაურობა საფრანგეთში, მაგრამ ამ ადგილმა აზრი შემაცვლევინა ^^
#goodplaces
#goodvibes
#art
#photo
#design
#france
#giverny
0