Friends fact N2

0
Joey Tribbiani - პერსონაჟი, რომელიც სერიალის ყურებასთან ერთად, წარმოუდგენელია არ შეგიყვარდეს. თბილი, მეგობრული, ბავშვური და უსაყვარლესი ჯოუი მხოლოდ გოგონებთანაა , , ცუდი ბიჭი”. გადის one-night-stand-lover ბიჭების კატეგორიაში და გოგონებს , , კერავს” ერთი ყველასთვის ცნობილი ფრაზით how you doin’ (ახლა მისი ხმა თქვენც ჩაგესმით, არა?) რეალურად ჯოუი ანუ რეალურ ცხოვრებაში მეთ ლე ბლანკი აბსოლუტურად ამოტრიალებული პერსონაჟია. იგი გოგონებთან, არც მეტი არც ნაკლები, მორცხვი ბიჭია. არასდროს ყოფილა ამითი გამორჩეული და მეტიც, მას კომპლექსებიც აქვს. ამას ნებისმიერი ინტერვიუს ნახვისას მიხვდებით. სერიალში თამამად და თავდაჯერებულად მოსიარულე უსიმპატიურესი და გოგოების გულთამპყრობელი ჯოუი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის მორცხვად ზის ინტერვიუზე.
#friends
#friends25
#fanfacts
#opinion
#photo
#90s
#90იანები
0