ჯი-თი გრუპი ქველმოქმედებაში ჩაერთო
561 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

ჰოლდინგური კომპანია GT Group-ი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თბილისის მერიის ინიციატივას უერთდება. პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით, მათ უკვე გამგეობებს 1000 ყუთი საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის.

„რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. ვეხმარებით ხანდაზმულებს და ყველას, ვისაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. ამ ყველაფერში ჩართულია ბიზნესსექტორი, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. დღეს, „ჯი თი გრუპი“ იყო წარმოდგენილი, რომელმაც 1 000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები მოიტანა, რომლის დარიგებას დღეიდან დავიწყებთ და ათივე რაიონში გადანაწილდება. ეს პროექტი გაგრძელდება და დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

#ჯითიემგრუპი #ქველმოქმედება #მერია #TBILISIDAILY
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
11
Write a comment