0
საქართველოს ფოსტა მოგიწოდებთ, რომ დარჩეთ სახლში და ისარგებლოთ ჩვენი უკონტაქტო მიტანის სერვისით, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და გაძლიერება! ?#დარჩისახლშიჩვენმოგიტანთ ? თუ გადაუდებელი საჭიროების გამო თქვენთვის აუცილებელი გახდა ჩვენი სერვისცენტრით სარგებლობა, შეუფერხებელი მომსახურების მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ დღის პირველ ნახევარში, 13:00 საათამდე. სერვისცენტრში სტუმრობისას, არ დაგავიწყდეთ დისტანციის დაცვა, რაც დაგვეხმარება კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციაში. ? გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ახლა ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა! ?✊
0