გარდაიცვალა მილოშ იაკეში, ყოფილი ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის გენერალური მდივანი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

97 წლის ასაკშია გარდაიცვალა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, მილოშ იაკეში. რადიკალური კურსის მომხრე იაკეში პარტიის ხელმძღვანელობიდან გადააყენს 1989 წელს, ვაცლავ ჰაველის ხელმძღვანელობით ქვეყანაში დაწყებული მასობრივი ანტიამთავრობო დემონსტრაციების („ხავერდოვანი რევოლუციის“) შედეგად, რომელსაც სულ მალე ქვეყანში კომუნისტური პარტიის ჰეგემონიის კრახი მოჰყვა.   ჩეხეთში მის მიმართ სხვადასხვა დროს აღძრული იყო სისიხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატისა და დასავლეთში გაქცევის მცდელობის დროს, მოქალაქეების დახოცვის გამო. 1968 წლის პრაღის გაზაფხულის დროს, მილოშ იაკეში კონსერვატიული პოზიციებზე იდგა და მხარი დაუჭირა ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების ჯარების შეყვანას. 97 წლის იაკეში სიცოცხლის ბოლომდე კომუნისტურ იდეებზე დარჩა. 2019 წელს მან განაცხადა, რომ კვლავინდებურად კონტრრევოლუციად მიიჩნევს „ხავერდოვანი რევოლუციის“ მოვლენებს, რომელსაც სოციალიზმის მარცხი მოჰყვა. იაკეშის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში კომუნისტური პარტიის ბოლო ცოცხალი გენერალური მდივანია 89 წლის მიხაილ გორბაჩოვი, საბჭოთა ლიდერი, რომლის რეფორმებმაც ხელი შეუწყო კომუნისტური რეჟიმის დამხობას. https://www.radiotavisupleba.ge/a/30728002.html #ახალი_ამბები #twitter