ჰიტ ლეჯერი

0
1. შავი რაინდის გადაღებების დაწყებამდე ჰიტ ლეჯერმა 43 დღე ჩაკეტილ ოთახში გაატარა. როგორც თავად ამბობდა, განმარტოება, იზოლირება და გარემოსთან მოწყვეტა საკუთარი თავის შესწავლასა და ჯოკერის როლის სრულყოფილად შესრულებაში დაეხმარებოდა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ მსახიობის პირად ცხოვრებაზე იმოქმედა და ლეჯერს მიშელ უილიამსთან ურთიერთობა აერია. ჰიტს უბის წიგნაკიც კი ჰქონდა, სადაც პატარ-პატარა სევდიან ამბებსა და სხვა “ჯოკერულ” ისტორიებს იწერდა. როგორც თავად აღნიშნავდა, ეს ჩანაწერები მუდამ თან დაჰქონდა, რადგან თავის გმირთან დაახლოებაში ეხმარებოდა. 2. ჰიტ ლეჯერს თავადაც ჰქონდა ტუჩების ლოკვისა და ენის თამაშის ჩვევა და მას შემდეგ, რაც ჯოკერის როლზე დაამტკიცეს, ეს ჩვევა თავის გმირსაც მოარგო. როგორც ვიცით, ჯოკერს ნაიარევების გამო საკამოდ დიდი პირი ჰქონდა და მსახიობის მოფიქრებულმა ამ პატარა დეტალმა გმირის ხასიათი კიდევ უფრო გაამდიდრა და თავისებური სიღრმეც შესძინა. 3. ჯოკერის გრიმის ავტორი თავად ჰიტ ლეჯერია! მსახიობს სურდა, სწორედ ისეთი გრიმი ჰქონოდა, რომელსაც თავად ფსიქოპათი ჯოკერი გაიკეთებდა. ამიტომ, ერთ დღესაც წავიდა, იაფფასიანი მაკიაჟის ნაკრები იყიდა და გადასაღებ მოედანზე თავისი ხელით გაკეთებული გრიმით გამოცხადდა. როგორც კი ქრისტოფერ ნოლანმა ის ამ გრიმში დაინახა, მაშინვე დაავალა გრიმიორებს, რომ ყოველდღიური გადაღებებისთვისაც ზუსტად ასე მოეხატათ ლეჯერის სახე. 4. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსების მიხედვით ჯოკერს სახეზე ნაწიბურები არ აქვს, ჰიტ ლეჯერს სურდა, რომ მის გმირს პირიდან ყურებამდე ნაიარევი ჰქონოდა. ასეთი სახის ნაიარევს შოტლანდიაში “გლაზგოს ღიმილს” უწოდებდნენ, რადგან, იქაური ბანდის წევრები მტრებს სწორედ ასე ასახიჩრებდნენ. მსახიობი ფიქრობდა, რომ ამ ნაწიბურებისგან მიღებული საძაგელი ღიმილი ჯოკერის შესახედაობას უნიკალურს ხდიდა. 5. როგორც წესი, თუ ოსკარის ნომინანტობას უმიზნებთ, სუპერგმირული ფილმების გადაღებას უნდა შეეშვათ. თუმცა, ქრისტოფერ ნოლანის შავმა რაინდმა ეს ერთგვარი სტერეოტიპი დაამსხვრია და ოსკარის რვა ნომინაციაც მიიღო. ჰიტ ლეჯერის ჯოკერი კინომოყვარულებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ბოროტმოქმედ პერსონაჟად იქცა. მსახიობს კი, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარიც გადაეცა.
#fanfacts
#goodplaces
#opinion
#photo
0