უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები და ჩარჩენილი ტურისტები სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
აკრძალვების მიუხედავად, ზოგიერთმა პირმა მაინც იმოგზაურა იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემია დღესაც მძვინვარებს. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ მათ ჰოსტელებში დარჩენა მოუწიათ, ზოგი კი თავშესაფრის არ ქონის გამო აეროპორტში დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები იტალია, ესპანეთი, გერმანია და ახლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ავრცელებენ ფეისბუქის მეშვეობით.
საქართველოს მთავრობამ ქართულ ავია კომპანია ჯორჯიან-ეარვეისთან შეთანხმებით ჩარტერული რეისები დანიშნა. მათ 175 მოქალაქე დააბრუნეს ვენიდან. შემდეგი რეისი 31 მარტს ამსტერდამიდან განხორციელდება. 3 აპრილს მოქალაქეები ვარშავას დატოვებენ, 7 აპრილს ათენს ხოლო 10 აპრილს კი ლარნაკას. ჩარტერული რეისების განრიგი მხოლოდ 10 აპრილამდეა გაწერილი. მთავრობის განცხადებით ისინი აუცილებლად ყველა მოქალაქეს დააბრუნებენ სამშობლოში.
ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს საელჩიები სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქრრბს ეხმარებიან.
#ტურისტი
#უცხოეთი
#ჩარტერულირეისები
#TBILISIDAILY