ვინ უშლის ხელს პაატა იმნაძეს მუშაობაში?

0
ეპიდემიოლოგი და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს რომ მას პანდემია COVID-19-თან ბრძოლაში კონკრეტული ბანაკის წევრი პირები ხელს უშლიან. ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ მისი გუნდის საქმიანობას არაკომპეტენტური პირები აფერხებენ, რაც დანაშაულია, რადგან ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, მესამე სექტორი კი ლუგარის კვლევითი ცენტრის თანამშრომელს სიღრმისეულ კითხვარს ავსებინებს და ამით დროის უდიდეს ნაწილს ართმევს. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა დავა სწრაფი ტესტების ეფექტურობასთან დაკავშირებით, რაზეც პაატა იმნაძემ არააერთხელ გააკეთა კომენტარი: „თავი დაანებონ ტელევიზიებში კეკლუცობას. ტესტებს თავის აზრი, თავისი გამოყენების დრო აქვს, რომელი ტესტი, როდის უნდა გამოიყენო. ღია გაკვეთილების დრო კი დადგა საქართველოში, როცა ბავშვებს ტელევიზიით ასწავლიან, მაგრამ მე სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს იმის დრო, რომ ეპიდემიოლოგიის ლექციები ყველა მსურველისთვს ვატარო. სხვა დროს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას“, შეგახსენებთ, რომ პრესასთან ურთიერთობის დროს გუშინ პაატა იმნაძემ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, „თავი დამანებონ, ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო.“ ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პაატა იმნაძის თავისუფლების აღკვეთა სცადა. რატომ და რისთვის ცნობილი არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეპიდემიოლოგმა 3 დღე გაატარა მოდულის შენობაში, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პაატა იმნაძე არის ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ენდი ვებერის მეგობარი.
#პაატაიმნაძე
#ხელისშეშლა
#სწრაფიტესტები
#TBILISIDAILY
0