პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს – ინდოეთში მცხოვრები ქართველი

0
თამარა ლაშაური წლებია, ინდოეთში ცხოვრობს, გათხოვილია და შვილიც ჰყავს. ის „პრაიმტაიმს“ დღევანდელი სიტუაციის შესახებ უყვება: – ინდოეთში როგორც კი დაფიქსირდა ვირუსი, მალევე მიიღეს ზომები და როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ფრენებიც შეაჩერეს. ასევე გაჩერდა მატარებლების მიმოსვლაც. ვინც უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, თითქმის ყველა იზოლაციაში იყო. ამ დროისთვის 681 ინფიცირებულია ქვეყნის მასშტაბით და 14 გარდაცვლილი. რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა და ვერავინ გადის გარეთ, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არა აქვს. პოლიცია ქუჩებში პატრულირებს და ისიც კი შეუძლიათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვინც არ დაემორჩილება წესებს. ასეთ ურჩებს ჯოხებით სცემენ. საკვები პროდუქტების ონლაინ შეკვეთა ისედაც ხდება ყოველთვის და ახლაც გვემსახურებიან. ასევე – აფთიაქებიც. თუ გარეთ გადიან, დისტანციას იცავენ. 14:56 | 2020-03-26 პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს – ინდოეთში მცხოვრები ქართველი გააზიარე თამარა ლაშაური წლებია, ინდოეთში ცხოვრობს, გათხოვილია და შვილიც ჰყავს. ის „პრაიმტაიმს“ დღევანდელი სიტუაციის შესახებ უყვება: – ინდოეთში როგორც კი დაფიქსირდა ვირუსი, მალევე მიიღეს ზომები და როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ფრენებიც შეაჩერეს. ასევე გაჩერდა მატარებლების მიმოსვლაც. ვინც უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, თითქმის ყველა იზოლაციაში იყო. ამ დროისთვის 681 ინფიცირებულია ქვეყნის მასშტაბით და 14 გარდაცვლილი. რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა და ვერავინ გადის გარეთ, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არა აქვს. პოლიცია ქუჩებში პატრულირებს და ისიც კი შეუძლიათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ვინც არ დაემორჩილება წესებს. ასეთ ურჩებს ჯოხებით სცემენ. საკვები პროდუქტების ონლაინ შეკვეთა ისედაც ხდება ყოველთვის და ახლაც გვემსახურებიან. ასევე – აფთიაქებიც. თუ გარეთ გადიან, დისტანციას იცავენ. გუშინ ვიღაცამ დაპოსტეს ქართველებმა ფეისბუკში, – ინდოეთში ამდენი არიან და მხოლოდ 500 ადამიანია ჯერ ინფიცირებულიო, რასაც მოჰყვა ღლიცინი, დაცინვა და ინდოელების შეურაცხყოფა. კომენტარები იყო დაახლოებით ასეთი: „რა სახლში რჩებიან, ისედაც ყველა ქუჩაში ცხოვრობს, წყალიც კი არა აქვთ, „იუთუბიზე ვნახე, ტესტები არა აქვთ და იმიტომ არ იციან, თორემ უფრო ბევრი იქნება რეალურად“. „ეგენი დღემდე ბანანის ფოთლებზე ჭამენ საჭმელს, არც ეკონომიკა უვარგათ, რა განვითარებაზეა ლაპარაკი? ტყიურებივით არიან“. მოკლედ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ნუ იმსჯელებენ ჯაჯანიძის შოუში ნანახით ან „იუთუბის“ ვიდეოებით, ძალიან სხვანაირადაა აქ ყველაფერი. ინდოეთი უზარმაზარია და ძალიან კონტრასტული. შეუძლებელია, პირადად არ ნახო და ისე გამოიტანო დასკვნები! წყალი არ გვაქვს? უკაცრავად! აქ თითოეულ საძინებელს საკუთარი აბაზანა აქვს (საშხაპე , ტუალეტი), წყალიც და შუქიც 24 საათის განმავლობაში გვაქვს, ყველა ოთახში კონდიციონერი, ძალიან დიდი კომფორტი მომსახურების სფეროში. ყველა ნორმალურ საშუალო ოჯახს ერთი მოსამსახურე მაინც ჰყავს, თუნდაც მხოლოდ იატაკის მოსარეცხად ან ჭურჭლის გასარეცხად, თუნდაც 10 წუთით დღეში. ამით ის ღარიბიც დასაქმებულია და შენც ნაკლებად წვალობ. რაც შეეხება ღარიბ-ღატაკებს, რა თქმა უნდა, არიან მრავლად და კი ქუჩაშიც სძინავთ. დიახ, გაუპატიურებაც ხშირია, მაგრამ ეს სად არ ხდება? როცა მაგალითად მომყავს საქართველოს 3-მილიონიანი მოსახლეობა, ზოგი ამბობს, რატომ ადარებო? რატომაც არა? სადაც ამ პატარა საქართველოში ზოგიერთს ქუჩაში სძინავს და საჭმელი ენატრება, მაშინ რატომ გიკვირთ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობა 18 მილიონია, ვინმეს რამე უჭირს? აქ ასეთ ხალხსაც აქვს ბიზნესი (ზოგი აუთოებს და ამაგით შოულობს ფულს, ზოგი, როგორ ვთქვი, ალაგებს და ა.შ). ვიღაცამ დაწერა, ვიდეო ვნახე, ქუჩაში ისაქმებდნენო. უკაცრავად?! არ მინდა შევადარო, მაგრამ საქართველოში არ გინახავთ, მამრები რომ მიეყუდებიან და შარდავენ შუა ქუჩაში? მიწისქვეშა გადასასვლელები რატომ ყარს? ამიტომ სანამ სხვა ქვეყნის მასხარად აგდებას გადაწყვეტთ, ცოტა მიმოიხედეთ. ჰო, რაც შეეხება ბანანის ფოთლებზე ჭამას, ეს სამხრეთ ინდოეთში ხდება და იმიტომ არაა ასე, რომ თეფშები არა აქვთ. ეს დელიკატესია. მედიცინის მხრივ ინდოეთი ძალიან ძლიერია და შესაბამისად, ჯერჯერობით სიმშვიდეა აქ. თამარა ლაშაურის ვრცელი ინტერვიუ ინდოელების ცხოვრების წესსა და დეტალებზე, რომელიც მან „პრაიმტაიმს“ რამდენიმე თვის წინ მისცა, შეგიძლიათ, იხილოთ აქ. https://primetime.ge/politsia-urchebs-jokhebit-stsems-indoetshi-mtskhovrebi-qartveli/
0