ყველზე რთულ მდგომარეობაში, უცხოეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეები არიან

0
დღეს, ყველაზე რთულ და უმძიმეს მდგომარეობაში, უცხოეთში ჩარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. რომლებიც ფაქტიურად უდიდესი რისკის ქვეშ იმყოფებიან დავირუსების. ბევრს არ აქვს თავშესაფარი და საკვების შეძენის საშუალება და ამ დროს სახელმწიფო აცხადებს არავის დახმარება არ გვჭირდებაო. ყველას გვყავს ახლობლები სხვადასხვა ქვეყანაში და ყოველდღიურად ვგებულობთ, თუ რას პასუხობენ საკონსულოები ჩვენს მოქალაქეებს. , , თუ არ გქონდათ უკან დაბრუნების თავი რაზე მოდიოდითო." არადა, ამ ხალხის მხრებზე დგას წლებია, ამ ქვეყნის ეკონომიკაც და დოვლათიც. ახლა ითხოვენ დახმარებას და ეგ იქ მოიცდისო... არადა, კონსტიტუციაში ჩაჩხერილია ჩანაწერი, , , სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა."
0