გორში, ცენტრალურ ნაძვის ხესთან საახალწლო დეკორაცია დააზიანეს

0
გორში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო დეკორაცია დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  "ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დღეს დილით ასე გამოიყურებოდა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არსებული საახალწლო დეკორაცია. თითოეულ თქვენგანს მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინეთ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით გარემოს და ნუ დააზიანებთ საერთო სარგებლობის ნივთებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.  ინფორმაციისთვის, დაზიანებული დეკორაცია გორის მუნიციპალიტეტს მერიამ 2020 წელს, საახალწლოდ შეიძინა. საერთო ჯამში მერიამ ქალაქის მოსართავად 130 000 ლარი დახარჯა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#შიდაქართლი
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა
0