ირანი ბირთვული ობიექტების გარშემო საჰაერო თავდაცვას აძლიერებს

0
ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ობიექტების გარშემო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გააძლიერა აშშ-დან პოტენციურად მომდინარე სარაკეტო საფრთხეების საპასუხოდ. აღნიშნულის შესახებ ქუვეითური გამოცემა Al Qabas-ი, მის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. „მოულოდნელი სარაკეტო იერიშის თავიდან ასარიდებლად, ოფიციალური თეირანი სიფრთხილის ზომებს მიმართავს და ბირთვული ობიექტების გარშემო თავდაცვას აძლიერებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები განსაკუთრებით დაძაბულია და ამავდროულად პრეზიდენტი ტრამპი ტოვებს თეთრ სახლს“, - ნათქვამია გამოცემის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ თავდაცვას „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უზრუნველყოფს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Iran #USA #nuclear #facilities #defense #rocket #attack #interworld
0