Გორში კორონავირუსი 60 წლის კაცს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევაა. კოვიდინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში მცხოვრები, 60 წლამდე კაცია. მან კლინიკას სხვა ჩივილებით მიმართა, თუმცა ტესტირებისას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სულ 22 დადასტურებული შემთხვევაა. საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა დღეს აჭარაში გამოვლინდა.