ცას დაეტყო შემოდგომა

0
აგვისტო მიილია და ცასაც დაეტყო, იცით? ნიავიც სხვანაირია და მეტიც, მზეც სხვანაირაც აცხუნებს... აივნიდან ლაკადაც სხვანაირად მოჩანს, თითქოს ფორმა იცვალაო. მუხაც არ არ უდებს ტოლს, ფოთლები ემშვიდობებიან ნელ-ნელა.. გაჭაღარავდა, დაბერდა, ალბათ. საუკუნოვანია და არც მიკვირს... "დედას ეზოსაც" შეეტყო სექტემბრის შემობრძანება და მამას ვენახის სუნიც გამძაფრებულია. ისეთი, ერთი დაკნოსვით რომ დაგათრობს ადგილზე. მსხლის ხე ისევ ისეა, მედიდურად. არც ზაფხული აშინებს და არც შემოდგომა. მეტიც, ზამთარსაც არ ტოვებს ნაწყენს. მერცხლებმაც შეანელეს ჩვეული ჭიკჭიკი, ყოველ დილით რომ მაღვიძებდნენ უსინდისოდ. ალბათ, დრო მოვიდა... ამ აბიბინებული ეზოდან ცენტრი არ მოჩანს კარგად, არადა აივანიდან ყოველ წერტილს კისერდაგრძელებული "ვაკონტროლებდი". ეკლესიის გუმბათიც კარგად მოჩანდა და სკოლაც, რა თქმა უნდა... ახლა კი მწვანეში შეპარული ყვითელი ფოთლები მიმალავენ ყველაფერს. ოთახის კუთხიდან ჩემოდანიც მიკრავს თვალს, ჩემი დროც მოვიდაო მახსენებს. ეჰ, შეხსენება მართლა მჭირდება... სულშიჩამწვდომი ჯგალური ვლიაჟი დასასრულს უახლოვდება და გული ძალიან მწყდება, ჩვენს შორის დარჩეს და... ლოკაცია, მდგომარეობა, პეიზაჟი, ყველაფერი შეიცვლება... აივნიდან ლაკადის ნაცვლად ცასთან მოთამაშე კორპუსებისთვის მომიწევს ყურება... სიმწვანეში შეპარული სიყვითლეც სანატრელი გამიხდება. სიჩუმე, სიმყუდროვე? - საუბარიც ზედმეტია. ის ჰაერი რაც ჯგალშია - ნეტა გამყვება? და ბოთლში რომ ჩავტუმბო - მომდევნო ჩამოსვლამდე ვერ ვიმყოფინებ? რას ფიქრობთ? ჰო, ალბათ, სასაცილოა, მაგრამ ჯგალური თავგადასავლები და როგორც ყოველთვის ვამბობს - "აქაური კენჭიც კი მიყვარს". აგვისტო მიილია და ოთახის კუთხიდან ჩემოდნის გამოგორებაც მომიწევს. აგვისტო მიილია და გარდერობის შეცვლაც მომიწევს... აგვისტო მიილია და ჯგალის დატოვება მიწევს. ყველაზე კარგი, ყველაზე მყუდრო, ყველაზე ლამაზი და ფერადი ჯგალის...
ჩემი სეზონია შემოდგომა, სხვათა შორის.
თქვენ რა გეგმები გაქვთ? როგორც მასწავლებელი ეკითხება ხოლმე მოსწავლეებს, სკოლის პირველ დღეს - სად გაატარეთ ზაფხულის არდადეგები? დ:
#შემოდგომა
#ჯგალი
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0