აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს 5 სახელმწიფო ატარებს
Interworld
საბერძნეთის, კვიპროსის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საზღვაო ძალებმა ორშაბათს, ა.წ. 30 ნოემბერს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, თურქეთის რესპუბლიკასთან გამწვავებული ურთიერთობების საპირწონედ, საზღვაო წვრთნები დაიწყეს.
სამხედრო-საზღვაო წვრთნები სახელწოდებით Medusa, ა.წ. 6 დეკემბრამდე გაგრძელდება.
თურქეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მიმდინარე წვრთნები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ „ვის/რომელ მხარეს სურს დაძაბულობა და სამშვიდობო დიალოგისგან თავის არიდება“.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Turkey #Greece #France #Egypt #UAE #Cyprus #eastern #mediterranean #interworld