ქობულეთის "შუქურამ" დიდი ანგარიშით მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ეროვნული ლიგა ორის მე-15 ტურის შეხვედრაში ქობულეთის 'შუქურამ' რუსთავის 'რუსთავს' უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
ანგარიში გიორგი კურმაშვილმა გახსნა და 'შუქურა' დააწინაურა. 17 წუთში ვეტერანმა ტატანაშვილმა ჯეფერსონ ჯერალდოს გაატანინა. სხვაობა ორამდე გაიზარდა და პირველი ნახევარი 2-0 დასრულდა.
მეორე ნახევარში 66-ე წუთზე გელა გოგიტიძემ კურმაშვილის გადაცემით გაიტანა. 73-ე წუთზე კი დავით ჯიქიას გადაცემა რომან ჩაჩუამ დააგვირგვინა და სხვაობა უკვე ოთხ ბურთიანი გახდა. 77-წუთზე ჩელებაძის გადაცემით ჯერალოდომ დუბლი გაიფორმა.
რუსთავალებმა 90-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს. საგოლე გადაცემა გოცირიძემ მიითვალა ხოლო გოლი გოგილაშვილმა გაიტანა.
საბოლოოდ 'შუქურამ' 5:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო განამტკიცა.
15 ტურის შემდეგ ქობულეთლებს 30 ქულა აქვს, თუმცა მათ თამაშით ნაკრები აქვთ ჩატარებული. 15-15 შეხვედრში 'სამგურალს' 26 ქულა აქვს, ხოლო 'გაგრას' კი 24.
მე-16 ტურში 'შუქურა' გასვლაზე ბოლნისში 'სიონს' ესტუმრება. მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება. გამოტოვებულ მატჩს კი ქობულეთელბი 25 ნოემბერს გასვლაზე 'შევარდენის' წინააღმდეგ ჩაატარებენ.