საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დღეს ათენიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისი შესრულდება
Tbilisi Daily
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან დღეს განხორციელდება მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
მათივე ცნობით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მგზავრებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
„საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ლონდონიდან, მათ შორის ათენიდანაც (ეგეოსის ავიახაზები)“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები: 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი, 12 აპრილი – თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი, 21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.
#დამატებითიფრენები
#GeorgianAirways
#მთავრობა
#tbilisidaily