ეპიდვითარება საქართველოში - 27 თებერვლის მონაცემები

0
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 373 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 270 510-ს. არსებული მონაცემებით, თბილისში გამოვლენილია 177 ახალი შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. მაჩვენებელს, 26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.07 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 589-მდე. დღე-ღამის განმავლობაში, სამწუხაროდ, გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 499 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#საქართველო
#GeorgiaDaily
0