ექიმის ცემაში ბრალდებული 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
1 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდპატიმრობიდან გათავისუფლდა ბრალდებული, რომელიც რამდენიმე დღის წინბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთან მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს.სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდა.პროკურატურა 3000 ლარიანს გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ თანხა შეამცირა.
გამოძიების ვერსიით, 20 სექტემბერს გვიან ღამით სამედიცინო დაწესებულებაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ექიმმა დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული ახლობლის ნახვის უფლება არ მისცა.
ბრალდებულისუფლებადამცველის ინფორმაციით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკავებულიდაპირისპირების სხვამოტივზე საუბრობს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 11 ნოემბერს ჩაინიშნა.