პლასიდო დომინგო კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140142 ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო Covid-19-თან დაკავშირებული გართულებების გამო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. „ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ექვემდებარება, “- განაცხადა პლასიდო დომინგოს პრეს-სპიკერმა. შეგახსენებთ, 79 წლის ოპერის მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა, ამის შესახებ ესპანელმა ტენორმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
0