კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია. მათ კონტაქტი ბოლო ორ ინფიცირებულთან ჰქონდათ. „დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
#კორონავირუსი
#პანდემია
#მარინაეზუგბაია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0